supporter-partner-10

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 

პროექტი SUPPORTER-ის მიზნია  ხელი შეუწყოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რვა სპორტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გენდერთან დაკავშირებული ინსტიტუციური, მდგრადი, ტრანსფორმაციული ცვლილებების განხორციელებასა და  საკუთარი ინტერსექციური, ინოვაციური, ინკლუზიური და ქმედითი გენდერული თანასწორობის გეგმების (4I GEP)  შემუშავებაში, რომელიც ცალსახად ეხება გენდერულ ძალადობასა და სექსუალურ დევნა/შევიწროებას.  

 

არსებული ინსტიტუციური გენდერული თანასწორობის გეგმების (GEP) ტრანსფორმაცია ე.წ „4აი გენდერული თანასწორობის გეგმებად“ (4I-GEP) მიიღწევა თითოეული განმახორციელებელი ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური საგზაო რუკის ერთობლივად შემუშავებისა და განხორციელების გზით. 

 

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (სფასსსუ) საგზაო რუკა მოიცავს ძირითადი ქმედებების (GA) კომპლექტს, რომლებიც  2024 წლის მარტიდან 2025 წლის ივნისამდე უნდა განხორციელდეს.  ეს ქმედებები ეხება გენდერული თანასწორობის გეგმის (GEP) სავალდებულო და რეკომენდებულ თემატურ ელემენტებს ( Horizon Europe Guidance on Gender Equality Plans - ჰორიზონტი ევროპის სახელმძღვანელო „გენდერული თანასწორობის გეგმების“ შესახებ), რომლებიც არ არის საკმარისად ჩაშლილი  უკვე არსებულ ინსტიტუციურ გეგმაში. იდენტიფიცირებულია მთელი რიგი კრიტიკული გამოწვევებისა, მათ შორის საგზაო რუკის განხორციელებაში ჩართულობისა და მონაწილეობის ბარიერები, შეზღუდული რესურსები და ორგანიზაციული მდგრადობა, არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის ზომები. 

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (სფასსსუ) შესახებ 

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული სკოლა კავკასიის რეგიონში. იგი  ხელს უწყობს სამოყვარულო და პროფესიონალური სპორტის განვითარებას. ამჟამად უნივერსიტეტში 750 სტუდენტი სწავლობს.უნივერსიტეტს აქვს ორი ფაკულტეტი - მწვრთნელთა  და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტები. უნივერსიტეტი გთავაზობთ 8 პროგრამას: 5 საბაკალავრო და 3 სამაგისტრო პროგრამას. სფასსსუში ასევე მოქმედებს მასწავლებლი ერთწლიანი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა. 

 

სფასსსუ-ს გენდერული თანასწორობის გეგმა მომზადდა საერთაშორისო ურთიერთოიბების დეპარტამენტისა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე მკვლევარების მიერ. გეგმა, რომელსაც ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი,  ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2022 წლის 30 სექტემბერს (http://sportuni.ge/img/file/DocScan_merged.pdf). გენდერული თანასწორობის გეგმა ხელმისაწვდომია ორ ენაზე - ქართულად  და ინგლისურად.  

სფასსსუ - ძირითადი ქმედებების შეჯამება

ძირითადი ქმედება 1 (GA1)  - გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გენდერული თანასწორობის გეგმის (GEP) როლი უნივერსიტეტში ინკლუზიური გენდერული კულტურის პოპულარიზაციაში.
ძირითადი ქმედება 1 (GA1)  - გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გენდერული თანასწორობის გეგმის (GEP) როლი უნივერსიტეტში ინკლუზიური გენდერული კულტურის პოპულარიზაციაში.

დეტალები: ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც შედგება სხვადასხვა აქტივობებისგან გენდერული თანასწორობის ძირითადი კონცეფციების და გენდერული თანასწორობის გეგმის, როგორც ინსტიტუციური ცვლილებების ხელშეწყობის განუყოფელი ინსტრუმენტის მნიშვნელობის გაზრდის მიზნით. 

გენდერული თანასწორობის გეგმის (GEP) ელემენტები: ცნობიერების ამაღლება; საჯარო დოკუმენტი; ორგანიზაციული კულტურა 

განხორციელების გეგმა: 

  • სამუშაო ჯგუფის შექმნა. ჩამოყალიბების შემდეგ ეს ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება კამპანიის შემუშავებასა და განხორციელებაზე. 
  • ცნობიერების ამაღლების კამპანიის განვითარება, რომელიც მოიცავს შემდეგს: 
  • კამპანიის მიზნების ჩამოყალიბება 
  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა 
  • ბიუჯეტის განსაზღვრა 
  • კამპანიის აქტივობები და ვადები. 
  • კამპანიის შედეგების განსაზღვრა 
  • კამპანიის მასალების შემუშავება 
  • კამპანიის აქტივობების შემუშავების დასრულება და ტოპ-მენეჯმენტის თანხმობს 
  • დაგეგმილი აქტივობების განხორციელება 
  • კამპანიის გავლენის შეფასება 
ძირითადი ქმედება 2 (GA2) - საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება გარე დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მიზნით
ძირითადი ქმედება 3 (GA3) - გენდერული თანასწორობის კომიტეტის შექმნა ინსტიტუციონალურ დონეზე
ძირითადი ქმედება 4 (GA4) –სპორტულ გარემოში გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება
ძირითადი ქმედება 5 (GA5) – გენდერული აუდიტისა და მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბება
ძირითადი ქმედება 6 (GA6) – ინსტიტუციაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და მოგვარების შიდა სტრუქტურებისა და პროცედურების ჩამოყალიბება
ძირითადი ქმედება 7 (GA7) – სპორტულ გარემოში გენდერული ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება

გსურთ გაიგოთ მეტი GSTUPES ძირითადი ქმედებების შესახებ? 

ამოტვირთეთ საგზაო რუკა, რათა გაიგოთ მეტი დეტალი განხორციელების გეგმების, წარმატების კრიტერიუმების, პოტენციური დაბრკოლებებისა და შემარბილებელი ზომების  შესახებ, 

პარტნიორი ორგანიზაციების საგზაო რუეკბი